geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სოციოლინგვისტიკის მესამე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

 

სოციოლინგვისტიკის მესამე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

2026 წლის 27 ივლისი - პირველი აგვისტო, თსუ

 

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება ქართველი და უცხოელი სტუდენტებისათვის 2026 წლის 27 ივლისიდან პირველი აგვისტოს ჩათვლით მართავენ ერთკვირიან მესამე საერთაშორისო საზაფხულო სკოლას სოციოლინგვისტიკაში.  სოციოლინგვისტიკის საზაფხულო სკოლა იმუშავებს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში.

საზაფხულო სკოლა სოციოლინგვისტიკაში მიზნად ისახავს ფილოლოგიის, ენათმეცნიერების, ეთნოლოგია-ეთნოგრაფიის, სოციოლოგიის, ჟურნალისტიკისა და სამართალმცოდნეობის მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს, ახალგაზრდა მეცნიერებსა და სადოქტორო პროგრამის შემდგომი პერიოდის სპეციალისტებს მისცეს ცოდნა სოციოლინგვისტიკის თეორიასა და პრაქტიკაზე,  ენობრივ კონტაქტთა სახეებსა და შედეგებზე, ლინგვისტურ სიტუაციაზე, მეორე ენის სწავლებაზე, ენათა სახეებსა და ენათა იერარქიაზე სახელმწიფოში, ენობრივ პოლიტიკასა და ადამიანის ენობრივ უფლებებზე.

სტუდენტთა რეგისტრაცია სოციოლინგვისტიკის საზაფხულო სკოლაში

სტუდენტთა განაცხადები მიიღება 2026 წლის 20 ივლისამდე ონლაინ განაცხადის ფორმის გამოყენებით ქართულად ან ინგლისურად: https://shorturl.at/51zn8

ან აპლიკანტმა უნდა გამოგზავნოს სამოტივაციო წერილი ელმისამართზე:  gashol.ge@gmail.com

 

მინიმალური მოთხოვნა:

 ენათმეცნიერების ან სოციოლოგიის საწყისი ცოდნა.

 

იხ. საოციოლინგვისტიკის საზაფხულო სკოლის პროგრამა ქართულად და ინგლისურად.